მთავარი » 2010 » აგვისტო » 26 » ქრთამის აღებისთვის ორი პირი დააკავეს
5:39 PM
ქრთამის აღებისთვის ორი პირი დააკავეს



კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთისა და კახეთის რეგიონში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს  ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის თანამშრომელი ნოდარ ებანოიძე, რომელმაც მუნიციპალური ქონების პრივატიზებაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოსძალა 2000 აშშ დოლარი. ასევე ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ თულარის წრმუნებული აივაზ ნასიბოვი, რომელიც ყალბი დოკუმენტების გაცემის სანაცვლოდ მოქალაქეებს სისტემატურად სძალავდა ქრთამს. იგი დაკავებული იქნა 600 ლარის აღების ფაქტზე.

დანაშაული ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.










კატეგორია: კრიმინალი | ნანახია: 1111 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar