მთავარი » 2010 » აგვისტო » 26 » სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ანტი-კრიზისული გეგმა უნდა მოამზადოს
5:01 PM
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ანტი-კრიზისული გეგმა უნდა მოამზადოს



ერთ კვირაში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმა უნდა წარუდგინოს. საქმე ეხება პურის გაძვირებით გამოწვეულ ცვლილებებს სამომხმარებლო კალათაში. ფასების ზრდის დონე პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრემიერთან და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გუშინ პირადად შეამოწმა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა კონკრეტული დავალებებიც მიიღო.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა დღეს რუსთავი2-ის შეკითხვებს უპასუხა.  მინისტრის თქმით, სამინისტრო მუშაობს ორ გეგმაზე, ერთი იქნება მოკლე ვადიანი, რომელიც განსაზღვრავს წლის ბოლომდე გასატარებელ ღონისძიებებს, რათა მოხდეს ფასების კონტროლი და მეორე - იქნება გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ორიენტირებული იქნება საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციაზე. მინისტრის განმარტებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა არის მოსალოდნელი კიდევ გარკვეული ცვლილებები, რადგან ხორბლის გაძვირება ჯერ არ ასახულა სხვადასხვა სექტორებზე. მიუხედავად ამისა, მთავრობა არ აპირებს სამომხმარებლო პროდუქტებზე ზღვრული ფასების დაწესებას, რადგან ის თავისუფალი ბაზრის პრინციპებით მოქმედებს.










კატეგორია: ეკონომიკა | ნანახია: 1092 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar