მთავარი » 2010 » აგვისტო » 22 » ანჯელინა ჯოლი თავის მოკვლას ცდილობდა
3:16 PM
ანჯელინა ჯოლი თავის მოკვლას ცდილობდა

Ambebi.Geგაყიდვაში გამოვიდა ენდრიუ მორტონის სკანდალური წიგნი, სახელწოდებით: "ანჯელინა ჯოლი: აკრძალული ბიოგრაფია". ავტორი ამტკიცებს, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი თავის დროზე ნარკოტიკებს ხმარობდა, თავის მოკვლას ცდილობდა და ცნობილ საყვარლებს ხშირად იცვლიდა. ამის შესახებ Newsru.com იტყობინება.

წიგნში ასევე აღწერილია, რომ რამდენიმე წლის წინ მსახიობმა ჭარბი რაოდენობით ჰეროინის მიღებით თვითმკვლელობა სცადა. ამისთვის მან მკვლელიც კი დაიქირავა, რომელიც მას უნდა გასწორებოდა.

"მსახიობის საბედნიეროდ, მკვლელმა ერთი თვე მოცდა ითხოვა და ამ დროის მანძილზე ჯოლიმ, რა თქმა უნდა, გადაიფიქრა", - წერს ენდრიუ მორტონი. მწერალი ვარსკვლავის მრავალრიცხოვანი რომანების შესახებ წერს. მისი ვერსიით, ჯოლი ლეონარდო დი კაპრიოს, მიკ ჯაგერს, რალფ ფაინსსა და კოლინ ფარელს ხვდებოდა.

მორტონის თქმით, ანჯელინა ჯოლი დეპრესიით იტანჯებოდა. მისი ცვალებადი ხასიათის მიზეზი მის ბავშვობაში იმალება. ჯოლის მშობლები ერთმანეთს მაშინ დაშორდნენ, როდესაც ის მხოლოდ 2 წლის იყო.

მორტონი წუხს იმის გამო, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავის სკანდალური ცხოვრების შესახებ მასთან საუბარს ბევრი გაურბის: მათ ცნობილ მსახიობთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურთ: "ის და ბრედი ჰოლივუდის უგვირგვინო მეფე-დედოფალი არიან და ამიტომაც ჩემს წიგნს იგნორირებას უკეთებენ".

თუმცა ავტორი ამტკიცებს, რომ წიგნში იმ ადამიანთა მონათხრობია გამოყენებული, რომლებიც ანჯელინას 30 წელზე მეტია იცნობენ, მაგალითად, მამამისისა და ასევე მისი დილერის, რომელიც მსახიობს ნარკოტიკებით ამარაგებდა.

ანჯელინა ჯოლი ექვსი შვილის დედა და გაერო-ს კეთილი ნების ელჩია. თუმცა, როგორც მორტონი წერს, მას ბინძური საიდუმლოებებიც აქვს, რომლებიც ბრედ პიტმაც კი არ იცის.

რამდენიმე დღის წინ მორტონის წიგნი აშშ-ის მაღაზიებში გაყიდვაში გამოვიდა.


მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.









კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1710 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar