მთავარი » 2010 » აგვისტო » 22 » აშშ-ში ვირტუალური კლავიატურით ტექსტის აკრეფის რევოლუციური სისტემა შექმნეს
3:10 PM
აშშ-ში ვირტუალური კლავიატურით ტექსტის აკრეფის რევოლუციური სისტემა შექმნეს

Ambebi.Geორმა სან-ფრანცისკოელმა ახალგაზრდამ - კოსტას ელეფტერიუმ და პანოს პეტროპოულოსმა ტექსტის აკრეფის ახალი სისტემა შექმნეს. მათი გამოგონება ვირტუალურ კლავიატურაზეა დაფუძნებული და სენსორულ ეკრანიანი სმარტფონებისთვის, კომუნიკატორებისა და პლანშეტური კომპიუტერებისთვის გამოდგება.

ახალი სისტემის მეშვეობით, რომელსაც BlindType უწოდეს, სიტყვის დასაწერად ვირტუალურ კლავიშებზე თითის ზუსტი დაჭერა აღარ იქნება საჭირო, რადგან მოწყობილობა ”აბდაუბდის” სწორ ინტერპრეტირებას თავად შეძლებს.

სიახლესთან დაკავშირებით ტელეფონებისა და კომპიუტერების მწარმოებელთა რეაქცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ელეფტერიუ და პეტროპულოსი იმედოვნებენ, რომ სულ მალე ყველა სენსორულ ეკრანიანი აპარატის ოპერაციულ სისტემას მათი გამოგონებით გაამდიდრებენ.

ახალი ვირტუალური კლავიატურა ტექსტის აკრეფის შედეგად გაპარულ შეცდომებზეა დადარაჯებული. შეიძლება ითქვას, რომ მომხმარებელს სასურველი სიტყვის მხოლოდ რამდენიმე ასოს დასმა მართებს, ხოლო ასოების დალაგებასა და სიტყვის სწორად შედგენაზე უკვე პროგრამა ზრუნავს.

თუკი სისტემა სიტყვას ვერ ამოიცნობს, რაც იშვიათად ხდება, მომხმარებელს მისი ასო-ასო აკრეფა შეეძლება. ასეთ სიტყვას სისტემა თავის სიტყვათა მარაგში უმალ ”ჩაინიშნავს” და მომავალში მასზე პრობლემა უკვე აღარ შეექმნება.


მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.










კატეგორია: ახალი ტექნოლოგიები | ნანახია: 1176 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar