მთავარი » 2010 » აგვისტო » 22 » მოძრაობა `სამართლიანი საქართველოსთვის` პურის გაძვირებას აპროტესტებს
2:24 PM
მოძრაობა `სამართლიანი საქართველოსთვის` პურის გაძვირებას აპროტესტებს


მოძრაობა `სამართლიანი საქართველოსთვის` პურის გაძვირებას აპროტესტებს. დღეს სპეციალურად ამ თემაზე პეტრე მამრაძემ პრესკონფერენცია გამართა.

მამრაძის განცხადებით, პურზე 10-15 თეთრის მომატებით მოსახლეობას პრობლემები შეექმნება. მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მდგომარეობა გაითვალისწინოს და მათ ფულადი დახმარება გაუწიოს.

`ამ ბიზნესზე მონოპოლია ხელისუფლებას აქვს. პური, რომელიც დღეს ცხვება საქართველოში, ადრე შემოტანილი ხორბლისგან მზადდება. შესაბამისად, ექსპერტები, მსოფლიო ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანაში პურის ფასების ზრდას უფრო ოქტომბერ-ნოემბერში ვარაუდობდნენ,` აღნიშნა მამრაძემ. 










კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1137 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar