მთავარი » 2010 » აგვისტო » 22 » ახალი Touran
2:16 PM
ახალი Touran

Ambebi.Geკომპანია "ფოლკსვაგენმა" ცოტა ხნის წინ განახლებული კომპაქტვენის, - Touran, - ახალი ვერსიის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ამასთან, გერმანიაში, Cross Touran-ის შეკვეთა ნებისმიერ დილერთან შეიძლება.

სიახლეზე ფასი 27,7 ათასი ევროდან იწყება. საბაზო მოდელისგან Cross Touran გაზრდილი საგზაო ხედვით (20 მმ-ით) განსხვავდება. გარდა ამისა, სიახლეს წინ და უკან სხვადასხვა ზომის, 17-დუიმიანი ბორბლების დისკები აქვს: წინა ღერძზე 215 მმ-ის მქონე საბურავებია დაყენებული, ხოლო უკანაზე - 235 მმ-ის სიგანისა.

ამ ავტომობილისთვის სრული აძვრის ვერსია გათვალისწინებული არ არის. სამაგიეროდ, მისი შეძენა ნებისმიერი იმ მოტორით იქნება შესაძლებელი, რომელიც VW Touran-ზეა დაშვებული - ეს 105-170 ცხ. ძალის სიმძლავრის, ბენზინისა და დიზელის აგრეგატების ხაზია. ასევე გასათვალისწინებელია რობოტიზებული DSG-ის ტრანსმისიაც.

ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)









კატეგორია: ავტო - მოტო | ნანახია: 1118 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar