მთავარი » 2010 » აგვისტო » 19 » გაეროს გენერალური ასამბლეა
8:39 PM
გაეროს გენერალური ასამბლეა
გენერალური ასამბლეა - გაეროს მთავარი სათათბირო ორგანო, სადაც წარმოდგენილია გაეროს ყველა წევრი სახელმწიფო. თითოეულ მათგანს ხმის მიცემის თანაბარი უფლება აქვს (1 ხმა).

გენერალური ასამბლეა მოიწვევა ყოველწლიურად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოწვეულ იქნეს სპეციალური ან საგანგებო სპეციალური სესიები. იგი უფლებამოსილია განიხილოს ნებისმიერი საკითხი გაეროს წესდების ფარგლებში, რეკომენდაცია მისცეს წევრ სახელმწიფოებს ყველა საკითხზე და საქმეზე, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს კომპეტენციას მიეკუთვნება. გენერალურ ასამბლეას აქვს 6 მთავარი კომიტეტი თავისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ასევე სხვა დამხმარე ორგანოები. ასამბლეის სხდომაზე გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღება ხმათა 2/3-ით, სხვა საკითხებზე - ხმათა უბრალო უმრავლესობით. გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს არა აქვთ კანონის ძალა, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებენ.

.



კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1127 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar