მთავარი » 2010 » აგვისტო » 19 » რომის რესპუბლიკა
8:32 PM
რომის რესპუბლიკა
რომის რესპუბლიკა (ლათ.: Res Publica Romanorum) იყო ფაზა ძველი რომის ცივილიზაციაში, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო მმართველობის რესპუბლიკური ფორმა. ეს პერიოდი დაიწყო ძვ. წ. 510 წელს მონარქიის გადაგდებით და იარსება სანამ სამოქალაქო ომების სერიების შედეგად იმპერიად გარდაიქმნებოდა. იმპერიად გარდასახვის ზუსტი თარიღი ზოგიერთ მოვლენათა ინტერპრეტაციის საკითხია, რომელთა შორს მოიაზრება იულიუს კეისარის მუდმივ დიქტატორად დანიშვნის (ძვ.წ 44) თარიღი, აქციუმის ბრძოლა (ძვ.წ. 31) და რომის სენატის მიერ ოქტავიანესთვის "ავგუსტუსის" ტიტულის მინიჭება (ძვ.წ. 27).

თუმცა ეს განსაზღვრება თანამედროვე ისტორიკოსთა მიერ არის მიღებული და არა თავად იმ დროის რომაელთა მიერ. ადრეულ იულიო-კლაუდიელ იმპერატორებს მიაჩნდათ, რომ რეს პუბლიკა კვლავაც არსებობდა მათი უსაზღვრო ძალაუფლების პროტექციის ქვეშ და რომ ის საბოლოოდ ისევ დაუბრუნდებოდა რესპუბლიკურ ფორმას.

.მონარქიის დამხობის შემდეგ რომში ჩამოყალიბდა რესპუბლიკური წყობა. რომის მოქალაქეები იყოფოდა პატრიციებად და პლებეებად. რესპუბლიკის ადრეულ პერიოდში ეს გაყოფა ალბათ ქონებრივ ცენზთან იყო დაკავშირებული, ხოლო გვიანდელ რესპუბლიკაში პატრიციები პლებეებისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ მათ სასულიერო იერარქიაში ჰქონდათ მაღალი ადგილების დაკავების უფლება.

რომის მოქალაქეობა დაპყრობილი ერების მართვის და მათგან გამიჯვნის ინსტრუმენტი იყო. არსებობდა მოქალაქეობის რამოდენიმე დონე. (ასევე არსებობდა ლათინური მოქალაქეობაც).

რომაელი მოქალაქის ტანსაცმელი - ტოგა. მისი ტარების უფლება მხოლოდ მოქალაქეს ჰქონდა.

რომის პოლიტიკურ ცხოვრებაში კრებები (კომიციები) უწინდებურად ასრულებდნენ მნიშვნელოვან როლს, არსებობდა კრებების რამოდენიმე სახე: კურიების კრება, ცენტურიების კრება, ტრიბების კრება, პლებეების კრება და უზენაესი ორგანო იყო სენატი. ეს კრებები შესაბამისს საკითხებს წყვეტდნენ, მათში მონაწილეობა შეეძლო შესაბამისი კლასის ან გვარის სრულწლოვან მოქალაქეს. ქალებს რომში მოქალაქეობის უფლება არ ჰქონდათ. ამ კრებებში კი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის იყო პლებეების კრება და სენატი. კურიების კრებების ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მასზე ხდებოდა სენატორების არჩევა და სასამართლოები.

მაგისტრატუსები წარმოადგენდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, ყოველ ზემოხსენებულ კრებას თავისი მაგისტრუსები ჰყავდა. მაგისტრატუსის წოდება ძალიან საპატიოდ ითვლებოდა, მათ უანგაროთ უნდა შეესრულებინათ დაკისრებული საქმე და ხშირად ამისთვის პირადი სახსრების გამოყენება სჭირდებოდათ, მაგისტრები ხელშეუხლებელნი იყვნენ.

რომში არჩევა თანამდებობებზე ერთი წლის ვადით ხდებოდა და მიღებული იყო ერთ თანამდებობაზე ორი პიროვნების არჩევა. მაგალითად უმაღლეს თანამდებობას კონსულობას ყოველთვის ორი ადამიანი იკავებდა, რომლიდანაც ერთერთს ყოველთვის შეეძლო მეორეს მოქმედებებზე ვეტოს დადება. იგივე პრინციპით ხდებოდა არმიის მართვაც. ხოლო უფრო დაბალ თანამდებობებზე ხდებოდა კიდევ უფრო მეტი ადამიანის არჩევა.

გამონაკლისს წარმოადგენდნენ დიქტატორები და ცენზორები. დიქტატორებს ირჩევდნენ საგანგებო საომარ მდგომარეობაში 6 თვის ვადით, რომლის დროსაც იგი ერთპიროვნულად მართავდა სახელმწიფოს. ხოლო ცენზორების არჩევა ხდებოდა 5 წელიწადში ერთხელ 18 თვის ვადით.

რესპუბლიკის პერიოდში სენატი სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით. სენატორები იყვნენ ყველაზე გავლენიანი, მდიდარი და წარჩინებული გვარების წარმომადგენლები, როგორც წესი ესენი ყოფილი მაგისტრუსები იყვნენ.

.რომის რესპუბლიკამ გრძნელი გზა განვლო ქალაქ-სახელმწიფოდან ხმელთაშუაზღის ჰეგემონამდე. ძვ. წ. 390 წელს რომი გალებმა აიღეს და დაწვეს, მაგრამ ამან კი არ მოტეხა რომაელები, არამედ უკვე 40 წლის შემდეგ მათ ლათინური ომის შედეგად დაიმორჩილეს ლათინები, გადაიტანეს სამი სამნიტური ომი, რის შედეგადაც გაბატონდნენ სამხრეთ იტალიაში და ეტრუსკებთან ომმა მოუტანა ეტრუსკებზე ბატონობაც.

რესპუბლიკის ჩამოყალიბების პერიოდში ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ლიდერობდნენ ბერძნული ქალაქ სახელმწიფოები და კართაგენი. მათ შორის განუწყვეტლივ ომები მომდინარეობდა. ძვ. წ. III საუკუნეში საერთაშორისო ასპარეზზე გამოვიდა გაძლიერებული რომის რესპუბლიკა. იტალიაში არსებული ბერძნული ქალაქები ხანგძლივი ომების შედეგად ძალიან დასუსტდნენ. ამ დროისთვის დამოუკიდებლობა მხოლოდ იტალიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქემბა, ელიუსმა და რეგიუსმა შეინარჩუნეს. სიცილიაზე ყველაზე ძლიერი ქალაქი იყო სირაკუზა, რომელსაც მთელი კუნძული ემორჩილებოდა, მაგრამ კართაგენთან ხანგძლივი ომების შედეგად ისიც ძალიან დასუსტდა. მთავარი სტატია : პიროსთან ომი.

რომაელებმა აპენინების ნახევარკუნძულის ცენტრალური ნაწილის დაბყრობის შემდეგ, გაილაშქრეს იტალისს ბერძნულ ქალაქებზე. ძვ. წ. 280 წელს ბერძნულმა ქალაქმა ფურიუსმა რომაელებს დახმარება სთხოვეს. რომიდან დიდძალი ლაშქარი გაეშურა დასახმარებლად, თავდამსხმელები უკუაქციეს, და რომაელებმა ქალაქში გარნიზონი დატოვეს. ტარენტას (სხვა ბერძნული ქალაქი) მოსახელეობა ამით უკმაყოფილო დარჩა, მათ გაილაშქრეს ფურიუსზე და გააგდეს იქედან რომაელები, ამან რომსა და ტარენტუმს შორის ომი გამოიწვია.

პირველ შეტაკებაში რომაელებმა გაიმარჯვეს. ტარენტელებმა ეპიროსის მეფეს პიროსს, თავისი ეპოქის ერთერთ უდიდეს მხედართმთავარს, მიმართეს დახმარებისთვის. ძვ. წ. 280 წლის გაზაფხულს პირუსმა იტალიაში გადმოსხა არმია, რომელშიც 20 საბრძოლო სპილოც იყო. პიროსის და რომაელების პირველი ბრძოლა ქალაქ ჰერაკლიასთან მოხდა. რომაელები ამ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდნენ და მთელი სამხრეთ იტალია, ნეაპოლის და კაპუას გარდა დაკარგეს.

ქალაქ რომის გეგმა რესპუბლიკის პერიოდში

შემდეგ წელს პიროსმა ისევ დაამარცხა რომაელები, მაგრამ იმხელა დანაკარგი ჰქონდა, რომ როდესაც მას ამის შესახებ შეატყობინეს, პირუსმა თქვა "კიდევ ერთი ასეთი გამარჯვება და ეპიროსში მარტო მომიწევს დაბრუნება!". ამის შემდეგ პიროსის მდგომარეობა იტალიაში ძალიან გართულდა, მას აღარ ჰქონდა იტალიაში ომის გაგრძელების საშუალება, თან ბერძნული ქალაქები მისით უკმაყოფილებას გამოთქვავდნენ. ამ მიზეზებიდან გამომდინარე პიროსმა დაიწყო რომთან სამშვიდობო მოლაპარაკებები, მაგრამ რომაელები შეეკვრნენ კართაგენს სირაკუზას წინააღმდეგ და განაგრძეს პიროსთან ომი.

ძვ. წ. 278 წელს პიროსი გაემგზავრა სიცილიაში, ბერძნული პოლისების კართაგენელებისგან დასახსნელად. თავიდან მან რამდენიმეჯერ დაამარცხა კარტაგენელები და თითქმის განდევნა სიცილიიდან, მაგრამ იგი უხეშად ერეოდა ბერძნული დემოკრატიული პოლისების შიდა ცხოვრებაში, როთაც ბერძნების უკმაყოფილება გამოიწვია. ზოგიერთი ქალაქი საერთოდ კართაგენელების მხარეს გადავიდა. კართაგენელებმა ამით ისარგებლეს და ჯარი გადმოსვეს სიცილიაზე. პიროსმა ყველაფერი დაკარგა, სირაკუზას გარდა. ამ დროს იტალიაში რომაელებმა განაახლეს ბერძნული ქალაქების დაპყრობა, რომლებიც წინააღმდეგობას ვეღარ უწევდნენ. პიროსმა დატოვა სიცილია და იტალიისკენ გაემგზავრა, მაგრამ გზად კართაგენის ფლოტი დაესხა თავს და ნახევარზე მეტი გემები ჩაუძირა.

ძვ. წ. 275 წელს ქალაქ ბენევეტუმთან მოხდა რომაელებსა და პიროსს შორის გადამწყვეტი ბრძოლა, სადაც პიროსი სასტიკად დამარცხდა და მოუწია იტალიიდან გაქცევა. ამ გამარჯვებამ გააადვილა დანარჩენი იტალიის დაპყრობა. ძვ. წ. 267 წელს რომაელებმა დაასრულეს იტალიის დაპყრობა.



კატეგორია: მსოფლიო ისტორია | ნანახია: 2142 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar