მთავარი » 2010 » აგვისტო » 19 » ჰორმონი
1:16 PM
ჰორმონი



ჰორმონები ეწოდება მოლეკულებს, რომელთაც უჯრედებს შორის ინფორმაცია გადააქვთ. ყველა მრავალუჯრედანი ორგანიზმი წარმოქმნის ჰორმონებს მისი უჯრედების მოქმედების კოორდინირებისათვის. ჰორმონები ორგანიზმის უჯრედებს შორის ინფორმაციის გადაცემის ქიმიური საშუალებაა, განსხვავებით Giuseppe robinnberburhnsuiskgsoudshopiösas , რომლებიც ინფორმაციას სუსტი ელექტრული მუხტის გატარების საშუალებით გადასცემენ.

ჰორმონის ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ იგი მიმღებ უჯრედს გარკვეულ სიგნალს აწვდის, ამის შედეგი კი უკვე ამ უჯრედში სიგნალის გარდაქმნაზეა დამოკიდებული.
.ყველაზე მეტად ცნობილია ის ჰორმონები, რომლებიც ხერხემლიანი ცხოველების ენდოკრინულ ჯირკვლებში გამომუშავდება, თუმცა სინამდვილეში ჰორმონებს ცხოველთა სხეულის პრაქტიკულად ყოველი ქსოვილი და ორგანოთა სისტემა გამოიმუშავებს.

ხშირ შემთხვევაში ჰორმონის მოლეკულების გადაადგილება სისხლის საშუალებით ხდება. ასეთი ჰორმონების სეკრეცია (გამოყოფა)მათი წარმომქმნელი უჯრედების (ჯირკვლების)მიერ ჩვეულებრივ უშუალოდ სისხლის მიმოქცევის სისტემაში ხდება. ასეთ ჰორმონებს ენდოჰორმონები ეწოდება. არსებობს აგრეთვე ექტოჰორმონები, ანუ ჰორმონები, რომელიც უჯრედშორის სითხეში გამოიყოფა და სამიზნე უჯრედებს (იმავე ან სხვა ქსოვილსა თუ ორგანოში) ჩვეულებრივი დიფუზიის საშუალებით აღწევსჰორმონის მიერ სამიზნე უჯრედისათვის სიგნალის გადაცემა უმეტეს შემთხვევაში რეცეპტორთან მისი ურთიერთქმედების საშუალებით ხდება. რეცეპტორი შეიძლება განთავსებული იყოს მიმღები უჯრედის როგორც ზედაპირზე, ასევე მის ციტოპლაზმაში.
უმეტესი ჰორმონების, მათ შორის ცილოვანი ჰორმონების რეცეპტორი მიმღები უჯრედის მემბრანაში ზის. ჰორმონთან მისი ურთიერთქმედების შედეგად ციტოპლაზმაში რეაქციათა ჯაჭვი გაეშვება, რომელიც ხშირად ცილების ფოსფორილირებასთან ან დეფოსფორილირებასთან, იონური არხების ცვლილებებთან, ან მეორადი საინფომაციო მოლეკულის (მაგ. ციკლური ამფ) წარმოებასთან არის დაკავშირებული.
მცირე ზომის ჰორმონების, მათ შორის სტეროიდული და თიროიდული ჰორმონების რეცეპტორები მიმღები უჯრედის ციტოპლაზმაში იმყოფება და მასთან ჰორმონი მხოლოდ უჯრედში შეღწევის შემდეგ ურთიერთქმედებს. წარმოიქმნება ჰორმონ–რეცეპტორის ლიგანდი, რომელიც გადალახავს უჯრედის ბირთვის მემბრანას, შეაღწევს ბირთვში და ურთიერთქმედებს დნმ–თან, რითაც გენების გააქტიურებას ან დათრგუნვას იწვევს. ამდენად ჰორმონი საბოლოო ჯამში ცილების სინთეზზე ზემოქმედებს.










კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 1347 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar