მთავარი » 2010 » აგვისტო » 19 » ლონდონი - თბილისი - პეკინი (tato makhashvili)
0:07 AM
ლონდონი - თბილისი - პეკინი (tato makhashvili)
 


 მაშ ასე, ჩაიარა საკმაოდ დატვირთულმა და ემოციურმა ნოემბერმაც, ისევე როგორც მანამდე ოქტომბერმა, სექტემბერმა და ა.მ. (ასე მანამდე) ნოემბერმა რომელიც ორი რამით იყო დასამახსოვრებელი, ერთი ყველასათვის ცნობილი მოვლენებით და მეორე იმით, რომ მთელი ნოემბერი საშინელი ამინდები იყო, არ ვიცი დაემთხვა თუ მე მომეჩვენა, მაგრამ აშკარად 7დან 25ამდე სულ ცუდი ამინდი იყო, არა არაფერს არ ვამტკიცებ, ეს უბრალოდ დაემთხვა.... მოკლედ როგორც იყო.... ამინდი გასაგებია, ასე იყო თუ ისე დღეს უკვე მზიანი დღეა და ბებერი ძვლების გათბობაც შეიძლება, დავუბრუნდები ნოემბრის ცნობილ მოვლენებს:


ყველაზე საინტერესო ის იყო რა უნდოდა 100 000 კაცს 2 ნოემბერს რუსთაველზე, თვითონ ფაქტი რომ ხალხი ამ მთავრობას პროტესტს უცხადებდა კარგია. ჩემი პირადი მოსაზრებით ეს პროტესტი მაშინ უნდა ყოფილიყო როცა ჯერ ბუტა რობაქიძე მოკლეს და მერე სანდრო გირგვლიანი. სწორედ მაშინ უნდა გაეპროტესტებინა ხალხს, მაშინ უნდა გამხდარიყო ხელისუფლება იძულებული, დაესაჯა ნამდვილი დამნაშავეები და დღეს ცოტა სხვაგვარად იქნებოდა საქმე, მაგრამ ერთი ქართული ანდაზა არსებობს: სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო... სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, მოკლედ ეგ რთული საკითხია, მოდით კვლავ 2ნოემბერს და 100 000 კაცს დავუბრუნდეთ, მე მჯერა რომ ნახევარი ვინც იქ იყო სამწუხაროდ გონზე არ იყო რატომ და რას აკეტებდა, ზოგი რევოლუციისთვის მივიდა იქ, ზოგი საკასო აპარატების გასაუქმებლად, ზოგი კი ცოდვა გამხელილი სჯობს და გასართობად, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს რომ ვთქვა, ბევრმა მართლაც იცოდა რაც უნდოდა, რასაც აპროტესტებდა და რატომ იყო საჭირო მისი იქ დგომა, მოკლედ ასეა თუ ისეა ხალხი მივიდა და ეს ძალიან კარგია, მივიდა და დაიწყო... დაიწყო მარა რა დაიწყო, ჯერ პრეზიდენტის დედის გინება, მერე არაბი ზანგის გამოსვლა სიტყვით ქართულად, მერე მოძმე ერის წარმომადგენლის გაკვირვება, მე რატომ ვცხოვრობ კარგად და ქართველები ცუდადო, მერე უცნობის–დედაენა, მერე შიმშილობა და...

გათენდა 7 ნოემბერი, ძალიან კარგია რომ გათენდა, კარგი იმიტომ არის რომ: ჯერ ერთი არავინ დაღუპულა და მაგიტომ ვამბობ კარგია მეთქი, მეორე იმიტომ რომ დაინახა ხალხმა რა ხელისუფლება გვყავს და რამდენად შეგიძლია ენდო მას, მესამე ის, რომ გამოჩნდა ქართული ხასიათი, ამ დღეს 4 ჯერ შეიკრიბა ხალხი მაშინ, როცა ყველამ ზუსტად იცოდა რომ დაარბევდნენ, გამოჩნდა ისიც, რომ სპეცდანიშნულების რაზმები ძალინ კარგად გვყოლია გაწვრთნილი, (მაგ თემაზე ერთი კითხვა გამიჩნდა: როდესაც ამბობენ, ამ ბიჭებმა საქართველოს მთლიანობა უნდა აღადგინონ და ნუ სცხებთ ჩირქს როდესაც ამბობთ ხალხს უმოწყალოდ სცემდნენო, იმაზე რას ფიქრობენ რომ როდესაც ეს ადამიანები ერთიანობის აღსადგენდ წავლენ არც კოკოითი და არც ბაღაფში რეზინის ტყვიებით და ხელკეტებით არსად წავა, ცრემლასედნი გაზი და წყლის ჭავლი შეიძლება მაგრამ არც ეგ ეყოფა მემგონი?!...) მეოთხე ის გამოჩნდა, რომ საქართველოში კომკავშირი ჯერ კიდევ არსებობს და პავლიკ მაროზოვის სულიც ჯერ კიდევ ცოცხლობს... მოგესალმებით ბატონო დავით და ბატონო ზაზა (აბა სამ ცდაში თუ გამოიცნობთ, ვის ვგულისხმობ: ) )

მერე იყო საგანგებო მდგომარეობა და არჩევნები რომელიც დიდხანს გაურკვეველი იყო შედგებოდა თუ არა საერთოდ, აქაც გამოჩნდა ერთი კარგი რამ, ის რომ ქართველებს ჯერ კიდევ გვაქვს ღვთის რწმენა და პატრიარქის პატივისცემა, როგორც კი მოუწოდა უწმინდესმა 7 ში ღამით დაიშალეთო, მაშინვე დაიწყო ხალხმა დაშლა... ეგ მართლა ყველაზე მეტად მომეწონა მთელი ნოემბრის განმავლობაში...

ძალიან მოკლედ, იმედზე, სამ სახელმწიფო არხზე და და იმ უზნეობაზე რაც იქ ხდება, აქაც გამოჩნდა, რომ პავლიკა მაროზოვები ტელე სივრცეშიც არსებობენ და ამ მხრივ ყველაზე მეტად იმ ადამიანმა გამოიჩინა თავი რომელიც 3 წლის წინ თვითონ დაარბიეს და დაუხურეს ტელევიზია, გასაგებია, რომ ის ნაწყენია იმის გამო, რომ თავის დროზე იბერიასა და მის თანამშრომლებს არ დაუდგნენ გვერდში, მაგრამ ეს გამართლებაა? უბრალოდ ერთს ვეტყვი ჩემს კოლეგებს, მოდით ისე არ ვქნათ, რომ თუ შეიცვალა ეს ხელისუფლება, მერე ხალხში გამოჩენის შეგვრცხვეს (ეს იმას ეხება ვისაც სინდისი აქვს)

მერ იყო არჩევნების დანიშვნა, გაურკვევლობა თუ როდის გადადგება პრეზიდენტი და დაიწყო დიიიდი შოუ, რომელიც თავად პრეზიდენტმა გახსნა სპორტის სასახლეში(იმ გოგონას რაღას ერჩოდა) და დაიწყო....

დაიწყო მარა რა დაიწყო: გასაგებია რომ ბატონი მიხეილი (ხედავ გაჭრა შენმა შეგონებებმა კოლია) თავისი ადმინისტრაციული რესურსით აპირებს არჩევნების მოგებას, ისიც გასაგებია რომ ლევან გაცეჩილაძე რევოლუციურ-საპროტესტო-ემოციურ ნოტაზე გააგრძელებს მოღვაწეობას, დავით გამყრელიძე კი რაციონალური და გაწონასწორებული იქნება, ცამეტ კანდიდატზე არაფერს ვიტყვი, ალბათ ყველასთვის გასაგებია მათი შანსებიც და ამბიციებიც, დარჩა სამი: სრულიად გაურკვეველი და უამრავი კითხვის ნიშნის გამჩენი ადამიანია ბადრი პატარკაციშვილი, დრემდე ვერავინ იტყვის დაბეჯითებით ეს არის პატრიოტი, თუ მართლა რუსეთის აგენტი (რაც ნაკლებსავარაუდოა) და რჩება ორი პოლიტიკოსი, რომლებიც ჩემი სუბიექტური აზრით არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ავირჩიოთ პრეზიდენტად, საუბარია შალვა ნათელაშვილზე და გია მაისაშვილზე, მასეთი უკვე გვყავდა და მემგონი აღარ გვინდა?!... ბელადების და ეგოცენტრიკების დრო მემგონი მორჩა არა?!...

საკმაოდ ბევრს ვბრძნავ მე აქ როგორც ვატყობ და თავს აღარ შეგაწყენთ, ისე თუ არ მოგეწონებათ შეგიძლიათ მითხრათ (ოღონდ კორექტულად, თორემ წავშლი) მე ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით საწინააღმდეგო აზრის არ მეშინია და თუ მართალი არ ვარ თავსაც არ ვიტყუებ....







ყველაზე საინტერესო გამონათქვამები რომლებიც ნოემბერში ისმოდა:

ლექსენი: მიშა ჩემი ძმააა...

შალვა ნათელაშვილი: პრეზიდენტობას ჩემი თავის გარდა ვერავის ვანდობ....

გიგი უგულავა: ლივლივა სიმღერებით აფხაზეთოს ვერ შეგვიცვლიან და პარიოტებს ბადრინოტებით...

ცოტნე გამსახურდია: მაგ წვერებიან ....ს უჯერებთ, ტოოო?...

თეო ტლაშაძე: მე არ მინდა ავტორიტეტულ სახელმწიფოში ცხოვრება...

დავით კირკიტაძე: მიტინგის დაშლა იყო უდიდესი დემოკრატიული ნაბიჯი პრეზიდენტის მხრიდან, მადლობა მას...

არაბი ზანგი მიტინგზე: ჩვენი დიდი წინაპარი დავით აღმაშენებელი...

მიხეილ სააკაშვილი: გინდოდათ არჩევნები?... მიიღეთ არჩევნები, უფრო ადრე ვიდრე ითხოვდით...

რეპლიკა მიტინგზე: მიშა ან მოდი , ან წადი....

ირაკლი ოქრუაშვილი: ჩემი ჩვენება მიცემული იყო ზეწოლის შედეგად...

დავით გამყრელიძე: მეფის აღზრდა უნდა მივანდოთ საპატრიარქოს და მომავალი მონარქის გამეფებამდე, რენეგატობა პატრიარქს...

კობა სუბელიანი: ვეცდები ისე მოვიქცე ბატონო პრეზიდენტო, რომ ჩემს გამო თქვენი რეიტინგი არ დაზარალდეს...

დავით ბერძენიშვილი: ისევ ჩაიფსი მიხეილ?....

მიხეილ სააკაშვილი: ახლოსაა ის დრო, როდესაც დაიძინებ თბილისში, გაიღვიძებ სტამბულში, მერე დაიძინებ სტამბულში, გაიღვიძებ შუაგულ ევროპაში და ასე შემდეგ ლონდონამდე.... მე პირადად დამიჯავშნეთ ერთი ადგილი ესვეზე თბილისი-პეკინი-ლონდონის რეისზე....

ტატო: გზა მშვიდობისა ბატონო მიხეილ :)

ავტორი: ტატო მახაშვილი










კატეგორია: ინფო - არც ერთს არ ეხება | ნანახია: 1587 | დაამატა: allfile | ტეგები: პეკინი, ტატო მახაშვილი, tbilisi, ლონდონი, pekini, tato makhashvili, londoni, london, თბილისი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar