მთავარი » 2010 » აგვისტო » 18 » ხანძარი აწყურის ტყეში
11:32 PM
ხანძარი აწყურის ტყეში

ახალციხის რაიონის სოფელ აწყურის ტყეში 4 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის გამომწვევ მიზეზად ძლიერი სიცხე სახელდება. "ძლიერი ქარის და მაღალი ტემპერატურის გამო, რჩება ცეცხლის წვრილ-წვრილი კერები, რომლის ლიკვიდაციას რამდენიმე დღე დასჭირდება. მთლიანობაში კი, მდგომარეობა სტაბილურია. მუშაობს საგანგებო სიტუაციათა მართვის ცენტრი. მობილიზებულია საჰაერო ტექნიკა. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ გარემოს დაცვის ინსპექციის, სატყეო სააგენტოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. მათ ტყეში გზები შეჰყავთ, რაც ხანძრის ხელით ჩაქრობის პროცესს აადვილებს. ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობს ადგილობრივი მოსახლეობაც", განაცხადა სამცხე-ჯავახეთის სატყეო დეპარტამენტის უფროსმა, დავით კახიაშვილმა. რაც შეეხება ზარალს, პროგნოზი ნაადრევია. საკითხზე სპეციალისტები მუშაობენ.






კატეგორია: ინფო - არც ერთს არ ეხება | ნანახია: 1621 | დაამატა: allfile | ტეგები: აწყური, awkuri, acyuri, ხანძარი, xandzari, zarali, awyuri, khandzari, ზარალი, სამცხე-ჯავახეთი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar