მთავარი » 2010 » აგვისტო » 18 » facebook
4:08 PM
facebook



ნიუ-იორკელი ბიზნესმენი პოლ ჩილია, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ საწვავის გრანულებით, რომლებიც ხის გადამუშავებისას მიღებული ნარჩენებისგანაა ნაწარმოები ვაჭრობდა, ამჟამად ცნობილი Facebook-ის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის წინააღმდეგ აღძრული სასამართლო პროცესის წყალობით გახდა.

ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში მან მრავალი საინტერესო ფაქტის შესახებ ისაუბრა. კერძოდ, მისი თქმით, რამოდენიმე თვის წინათ, როდესაც მის წინააღმდეგ ბიზნესთან დაკავშირებით აღძრული იყო საქმე, მან საკუთარი ძველი დოკუმენტების შესწავლა დაიწყო და აღმოაჩინა კონტრაქტი, რომელიც ცუკერბერგთან ჯერ კიდევ 2003 წელს გააფორმა. ჩელიას უბრალოდ დაავიწყდა მისი არსებობა და ამიტომაც იყო რომ ამდენი წლის განმავლობაში ამის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. მას ცუკერბერგთან საქმიანი ურთიერთობების სხვა მტკიცებულებებიც გააჩნია, მრავალწლიანი მიმოწერის ჩათვლით.

ჩელია Facebook-ის 18 წლის შემქმნელს იხსენებს, როგორც შესანიშნავ პროგრამისტს, მაგრამ ძალიან რთულ პიროვნებას, რომელსაც დაწყებულის ბოლომდე მიყვანა არ უყვარს.

«მომავალში, როდესაც მე Facebook-ზე საკუთარ უფლებებს დავიბრუნებ, ცუკერბერგის სამუშაოზე დატოვებას ვაპირებ, რადგანაც იგი კარგი სპეციალისტია და სოციალური ქსელის მომავალი განვითარებისთვის მრავალი სასიკეთოს გაკეთება შეუძლია», – ამბობს ჩელია.

იურისტები არ გამორიცხავენ შესაძლებლობას, რომ მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელის წილის ნაწილი ჩელიას ხელში შეიძლება გადავიდეს, თუ კი ქაღალდები, რომლებზეც იგი საუბრობს, ნამდვილად არსებობენ












კატეგორია: ბიზნესი | ნანახია: 1344 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar