მთავარი » 2010 » აგვისტო » 18 » ექსპერიმენტი
4:00 PM
ექსპერიმენტი



ამერიკელმა მეცნიერებმა უჩვეულო ექსპერიმენტი ჩაატარეს, მისმა შედეგებმა მრავალი განაცვიფრა — ადამიანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ანალიტიკურ ამოცანებს თანამედროვე კომპიუტერზე უკეთ უმკლავდება. ექსპერიმენტის არსი ცილის სტრუქტურის შერჩევა იყო და მასში კომპიუტერული თამაშების მოყვარულნი მონაწილეობდნენ. საქმე ისაა, რომ მეცნიერებმა სპეციალურად კვლევისთვის შექმნეს კომპიუტერული თამაში Foldit, რომელშიც ენერგეტიკულად ყველაზე მომგებიანი ცილის კონფიგურაციის შერჩევას ქულები მოაქვს.

ცოტა თეორია: ცილები ამინომჟავების მოლეკულებისგან შედგებიან და მკაცრად განსაზღვრული სივრცითი ორგანიზაცია აქვთ, რომლის ზუსტად აგება შეუძლებელია ყველა ამინომჟავის თანამიმდევრობის ცოდნის შემთხვევაშიც კი. ამავდროულად, ცილის ნაწილები ბუნების მიერ ისეა ორგანიზებული, რომ მათ კონსტრუქციებს მინიმალური თავისუფალი ენერგია აქვთ სხვა შესაძლო ვარიანტებთან შედარებით. ცილების სტრუქტურების ასაგებად კომპიუტერული პროგრამები გამოიყენება, რომლებსაც უზარმაზარი გამოთვლითი სიმძლავრეები ესაჭიროებათ — მათ ამინომჟავების შესაძლო მილიონობით კომბინაციების გადახედვა უწევთ ოპტიმალური ვარიანტის ძიებისას. ცილების საერთო კონფიგურაციას კომპიუტერები კარგად ითვლიან, პრობლემები ბოლო ეტაპზე იწყება. სწორედ ამ დროს ჩაერთო მუშაობაში ადამიანის ტვინი, რისთვისაც დაიწერა თამაში Foldit.
პროგრამის მომხმარებლები ხელით არჩევენ ცილების ნაწილების კონფიგურაციას, ხოლო კომპიუტერი შერჩეული კომბინაციების ეფექტურობას განსაზღვრავს. Foldit-ის რეიტინგის ლიდერთა ნამუშევრების ანალიზმა აჩვენა, რომ გეიმერების მიერ შექმნილი ცილების სივრცითი სტრუქტურები უფრო ჰგავს მეცნიერთა მიერ ნაწინასწარმეტყველებ სტრუქტურებს, ვიდრე სუპერკომპიუტერების ნამუშევრები. შემოწმებისთვის მეცნიერები ამ ცილების რენტგენოსტრუქტურული ანალიზის შედეგებს ელიან, რომელიც აჩვენებს, რამდენად ეფექტურია მათი კონფიგურაცია.

თამაშის Foldit ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ საუკეთესო მოთამაშეთა სათამაშო სტრატეგიების ანალიზი მათ უფრო ეფექტური კომპიუტერული პროგრამების შექმნაში დაეხმარება, აგრეთვე სასარგებლო იქნება ახალი ცილების შექმნის საქმეში, რომელთაც სამედიცინო ამოცანების გადაწყევატაში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლიათ.

.
.
.










კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 1363 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar