მთავარი » 2010 » აგვისტო » 18 » წყნარი და ატლანტი ოკეანე
2:35 PM
წყნარი და ატლანტი ოკეანე



წყნარი ოკეანე (ლათ. Mare Pacificum, "მშვიდი ზღვა", დაარქვა პორტუგალიელმა მკვლევარმა ფერდინანდ მაგელანმა) არის მსოფლიოს უდიდიესი წყლის რეზერვუარი. ის მოიცავს დედამიწის ზედაპირის მესამედს, საერთო ფართობით 179,7 მილიონი კვ. კმ.; ოკეანეში დაახლოებით 25.000 კუნძულია, რომელთა უმრავლესობა ეკვატორის სამხრეთით მდებარეობს.

.ატლანტის ოკეანე დედამიწის სიდიდით მეორე წყლის აუზია და მისი ზედაპირის ერთ-მეხუთედს ფარავს. ოკეანის სახელი წარმოშობით ბერძნული მითოლოგიიდან არის და "ატლასის ზღვას" ნიშნავს.

ოკეანეს წაგრძელებული ლათინური S-ის მაგვარი ფორმა აქვს, ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით არის გადაჭიმული და ეკვატორიული ურთიერთსაპირისპირო დინებით 8° ჩრდილოეთის გრძედთან იყოფა ჩრდილო და სამხრეთ ატლანტიკებად. დასავლეთით ესაზღვრება ამერიკის კონტინენტებს, ხოლო აღმოსავლეთით — ევროპასა და აფრიკას. წყნარ ოკეანეს უკავშირდება არქტიკის ოკეანით ჩრდილოეთში და დრეიკის სრუტით სამხრეთში. ეს ორი ოკეანე ხელოვნურად ასევე დაკავშირებულია პანამის არხით. აღმოსავლეთით ატლანტიკისა და ინდოეთის ოკეანის გამყოფია 20° აღმოსავლეთის მერიდიანი, რომელიც აგულას კონცხიდან სამხრეთით ანტარქტიკისკენ მიერმართება. ატლანტიკას არქტიკის ოკეანისგან ჰყოფს ხაზები გრენლანდიასა და ჩრდილოდასავლეთ ისლანდიას შორის, ჩრდილოაღმოსავლეთ ისლანდიასა და შპიცბერგენის უკიდურეს სამხრეთ წერტილებს შორის და შემდეგ ჩრდილოეთის კონცხსა და ჩრდილოეთ ნორვეგიას შორის.

ფარავს რა დედამიწის ზედაპრისი დაახ. 20% ატლანტის ოკეანე სიდიდით ჩამორჩება წყნარ ოკეანეს. მიმდებარე ზღვების ჩათვლით მისი ფართობია 106.400.000 კვ. კმ; ზღვების გამოკლებით — 82.400.000 კვ. კმ. ხმელეთის ფართობი, რომლის მდენარეები ატლანტიკაში ჩაედინება ოთხჯერ აღემატება წყნარი და ინდოეთის ოკეანეებისას. ოკეანის მოცულობა ზღვებითურთ არის 354.700.000 კუბ. კმ., ზღვების გამოკლებით - 323.600.000 კუბ. კმ.

ატლანტის საშუალო სიღრმე ზღვებითურთ 3.332 მეტრია; ზღვების გარეშე — 3.926 მ. ყველაზე ღრმა 8.605 მეტრით პუერტო რიკოს ღრმულია. ატლანტიკის სიგანე მერყეობს 2.848 კმ-ით ბრაზილიასა და ლიბერიას შორის 4.830 კმ-მდე აშშ-სა და ჩრდილოეთ აფრიკას შორის.

ატლანტის ოკეანეს უსწორმასწორო სანაპირო აქვს უამრავი ყურით, უბითა და ზღვით. მათ შორისაა კარიბის ზღვა, მექსიკის ყურე, სენტ-ლორენსის ყურე, ხმელთაშუა ზღვა, შავი ზღვა, ჩრდილოეთის ზღვა, ლაბრადორის ზღვა, ბალტიის ზღვა და ნორვეგია-გრენლანდიის ზღვა. ოკეანის კუნძულებია: ფაროს კუნძულები, გრენლანდია, ისლანდია, როკალი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ფერნანდო დე ნორონია, აზორის კუნძულები, მადეირას კუნძულები, კანარის კუნძულები, კაბო ვერდეს კუნძულები, სან-ტომე და პრინსიპის კუნძულები, ნიუფაუნდლენდი, ბერმუდის კუნძულები, უესტ-ინდის კუნძულები, ასენსიონი, წმ. ელენეს კუნძულები, ტრინიდადი, მარტინ ვაზი, ტრისტან და კუნია, ფოლკლენდის კუნძულები და სამხრეთ ჯორჯიის კუნძული.






.





კატეგორია: დედამიწის გარშემო | ნანახია: 1571 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar