მთავარი » 2010 » აგვისტო » 18 » ისტორიის შესახებ
1:49 PM
ისტორიის შესახებ



ისტორია არის მეცნიერება რომელიც შეისწავლის წარსულს. მისი შესწავლის ძირითადი საგანია:

ბუნების, საზოგადოების, ცივილიზაციის, სახელმწიფოს, სხვა ობიექტების, მოვლენების განვითარების პროცესი; საზოგადოებრივ მეცნიერებათა კომპლექსი (ისტორიული მეცნიერებები), რომელიც შეისწავლის კაცობრიობის განვლილ გზას, წარსულს მისი მთელი მრავალფეროვნებით და კონკრეტულობით.

* არქეოლოგები მიწიდან თხრიან ისტორიას, რომელიც დამარხეს პოლიტიკოსებმა. ლაუბი, გაბრიელ

* ისტორიაში მხოლოდ ანეკდოტები მიყვარს. მერიმე, პროსპერ

* ყველაფერი ღვთის ხელშია, ისტორიის გარდა. იეჟინა, ზბიგნევ

* მსოფლიოს ისტორია მსოფლიოს სასამართლოა. შილერი, ფრიდრიხ იოჰან

* მსოფლიო ისტორია არის ხალხის ხალხზე გამარჯვების ისტორია. ჟერომსკი, სტეფან

ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.

* ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი არ უსწავლიათ. შოუ, ჯორჯ ბერნარდ

* თუ ეს ისტორიაა, მირჩევნია წავიკითხო იგი და არა ვიმონაწილეო მასში. პიაფი, ედიტ

* ისტორიკოსი - უკან მიმართული წინასწარმეტყველია. შლეგელი, ფრიდრიხ

* ისტორია - ფაქტების კრებულია, რაც არ უნდა მომხდარიყო. (უცნობი ავტორი)

ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.

* ისტორია - საუკეთესო მასწავლებელია, ყველაზე ცუდი მოსწავლეებით. განდი, ინდირა

* ისტორია - ჩვენი ქმედებების საგანძური, წარსულის მოწმე, აწმყოსთვის მაგალითი, მომავლის განაფრთხილებელი. სერვანტესი, მიგელ

* ისტორია არის მაგალითებზე დაფუძნებული ფილოსოფია. ბოლინგბორი, ჰენრი

* ისტორია არის ლურსმანი, რომელზეც ვკიდებ რომანებს. დიუმა, ალექსანდრე (უმცროსი)

* ისტორია არის მეცნიერება იმაზე რაც აღარ ასრის და არც იქნება. ვალერი, პოლ

* ისტორია არის მიცვალებულთა, ცოცხალთა და ჯერ არ შობილთა შორის კავშირი. ბერკი, ედმუნდი

* მსოფლიო ისტორია არის დიდი პიროვნებების ბიოგრაფიები. კარლეილი, ტომას

* ისტორია იწერება ჭეშმარიტების დასადგენად. პლინიუს უმცროსი

* ისტორია იწერება გამარჯვებულთა მიერ. ისტორიას წერენ ისინი ვინც ცოცხალი რჩება. ლერნერი, მაქს

* ისტორია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ბიოგრაფიები. ემერსონი, რალფ ულდო

* კალენდრები, ისტორიის ვადაგასული ვექსილებია. შენდეროვიჩი, ვიქტორ

* ყველა სულელს შეუძლია ისტორიის შექმნა, მაგრამ მის ჩასაწერად გენიოსია საჭირო. ოსკარ უაილდი

* ვინც მართავს წარსულს, ის მართავს მომავალს, ვინც მართავს აწმყოს, ის მართავს წარსულს. ორუელი, ჯორჯ

* ისტორია რომანია, რომელიც იყო, რომანი ისტორიაა, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო. ჟულ გონკური

.


.





კატეგორია: მსოფლიო ისტორია | ნანახია: 1384 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar