მთავარი » 2010 » აგვისტო » 17 » კონსტიტუციის პროექტის განხილვა თავდაცვის სამინისტროში
2:35 PM
კონსტიტუციის პროექტის განხილვა თავდაცვის სამინისტროში



კონსტიტუციის ახალ პროექტზე დღეს თავდაცვის სამინისტროში იმსჯელეს. სამხედროებმა თავისი შენიშვნები და რეკომენდაციები კომისიის წევრებს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს გაუზიარეს. დღევანდელ განხილვაზე ყურადღება კონსტიტუციის იმ ნაწილზე გამახვილდა, რომელიც უსაფრთხოების სფეროს ეხება. ერთსაათიან შეხვედრას თავდაცვის მინისტრი, შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები და თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ახალი კონსტიტუციის საჯარო განხილვები სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.








კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1045 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar