მთავარი » 2010 » აგვისტო » 17 » ბანკი ,,რესპუბლიკა'' ზარალშია
1:54 PM
ბანკი ,,რესპუბლიკა'' ზარალშია


2010 წლის მეორე კვარტლის ზარალიანი ბანკების ლიდერ "რესპუბლიკას" გასული წლის შემდეგ ზარალი 29 მილიონით გაეზარდა და 30 მილიონს მიაღწია. მეორე ადგილზე "ვითიბი ბანკი ჯორჯია" 12 მილიონის წაგებით, მესამე ადგილს "ბითიეი ბანკი" იკავებს 10 მილიონიანი ზარალით, მეოთხე ადგილზე კი არაბული "ქეი ეს ბია", რომელსაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის შემდეგ ზარალი 2 მილიონით გაეზარდა და 3 მილიონს გადააჭარბა. კვლავ ზარალიან ბანკებშია "ტაო პრივატ ბანკი" ერთი მილიონით, თუმცა, "ტაომ" ზარალი გასული წლის შემდეგ 15 მილიონით შეამცირა. 2010 წლის მეორე კვარტალში ზარალიანი იყო "ხალიკ ბანკი საქართველოც" ასევე ერთი მილიონის წაგებით.
მომგებიანი ბანკების რეიტინგი კი ასე გამოიყურება: 2010 წლის მეორე კვარტალში მომგებიანი ბანკების ლიდერი საქართველოს ბანკია, რომელმაც კვარტალი 54 მილიონის მოგებით დაასრულა, მეორე ადგილზე "თიბისი ბანკია", რომელმაც 20 მილიონის მოგება მიიღო. შემდეგ "პროკრედიტ ბანკი" მოდის 6 მილიონით. მეოთხე პოზიციას ბანკი "ქართუ" იკავებს 5 მილიონით, ხოლო ხუთეულს ლადო გურგენიძის "ლიბერთი ბანკი" ასრულებს, რომელმაც გასული წლის ანალოგიური პერიოდში 10 მილიონიანი ზარალის შემდეგ თითქმის 2 მილიონის მოგებაზე გასვლა მოახერხა.

.










კატეგორია: ბიზნესი | ნანახია: 1516 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar