მთავარი » 2010 » აგვისტო » 17 » პატარა პრინცი ლექსებს მცენარეებს უკითხავს
1:36 PM
პატარა პრინცი ლექსებს მცენარეებს უკითხავს



პრინცი პომიდორებს შექსპირს უკითხავს

ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე მცენარეებს ლექსებს უკითხავს და ამტკიცებს, რომ ასე ისინი უფრო სწრაფად იზრდებიან. ახლა პრინც ჩარლზის თეორიას სამეფო ბაღების საზოგადოება შეამოწმებს და "ლექსებნაკითხ" პომიდორებს და ყაბაყებს ჩვეულებრივს შეადარებენ.
პრინცი ჩარლზი დიდი ხანია ამბობს, რომ თუ ყაბაყებს ან ყვავილებს პროდუქტიულად გაესაუბრებით და კარგ წიგნებს წაუკითხავთ, ისინი აუცილებლად "გიპასუხებენ". მებაღეთა საზოგადოება შექსპირის ლექსებს და ჯონ უიდჰემის რომანს ჩაიწერენ, და შემდეგ მპ3-პლეერის მეშვეობით მათ დღეში რამდენჯერ პომიდვრებს მოასმენინებენ. ექსპერიმენტში სულ ათი ნარგავი მიიღებს მონაწილეობას. შემდეგ მებაღეები ნახავენ, როგორი ზემოქმედება მოახდინა ნარგავებზე მხატვრულმა ლიტერატურამ და მათ იმ ნარგავებს შეადარებენ, რომლებიც კლასიკოსების შემოქმედებას არ ზიარებულან.
პრინცი ჩარლზი პირველი ბრიტანელი არ არის, რომელიც ნარგავებს ესაუბრება. სამეფო მებაღეთა უმრავლესობას მიაჩნია: ექსპერიმენტი დაამტკიცებს, რომ ნარგავებთან ურთიერთობა მათთვის სასარგებლო იქნება. ერთ-ერთი თანამშრომელი ყვება, რომ ყველა მებაღე "ესაუბრება ნარგავებს". "ხანდახან ჩვენ მათ ვეფერებით, ხან იძულებულები ვართ დავემუქროთ. მაგალითად ხანდახან აუცილებელია ვუთხრათ მკაცრად, რომ თუ არ აყვავილდებიან, კომბოსტოს გროვაში აღმოჩნდებიან." სალფორდის უნივერსიტეტის აკუსტიკის პროფესორი თრევორ კოკსი დარწმუნებულია, რომ მცენარეებზე მოქმედებს არა ხმის ტონი, არამედ დაბალსიხშირიანი ხმები. მან ურჩია მებაღეებს, რომ შექსპირის ლექსები ბარი უაითის ხმით ჩაეწერათ.








კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1238 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar