მთავარი » 2010 » აგვისტო » 17 » ქორწინება სისუფთავეს ვერ იტანს...
1:32 PM
ქორწინება სისუფთავეს ვერ იტანს...
ქორწინება სისუფთავეს ვერ იტანს

მყარი გერმანული ოჯახი სახლის დალაგება-დასუფთავებამ შეიწირა. ცენტრალური გერმანიის ერთ-ერთი პატარა ქალაქის მცხოვრები ქალი 15 წელი ითმენდა ქმრის მანიაკალურ სისუფთავის სიყვარულს და ბოლოსდაბოლოს ყელში ამოუვიდა. მოთმინების ფიალა მას შემდეგ აევსო, რაც ქმარმა კედლების ნგრევა დაიწყო იმის გამო, რომ ისინი ძალიან ბინძური იყო.
განქორწინების ეს პროცესი, რომელიც ზონდერსჰაუზენში იწყება, ამ ქალაქის სასამართლოს ისტორიაში ყველაზე უცნაური იქნება. ქალბატონმა დაწერა საჩივარი, რომ აღარ შეუძლია "ქმრის ავადმყოფური მიდრეკილება საოჯახო საქმიანობისადმი". ხასიათის ამ თვისებებმა, სახლის დალაგება და სხვა საოჯახო საქმეების შესრულება, რომელიც ბევრს შეშურდებოდა, 15 წელში ქალი მოთმინებიდან გამოიყვანა.
გერმანელი ქალი ყვება, რომ მის ქმარს ყოველთვის უყვარდა მტვრის გადაწმენდა, მტვერსასრუტი, ფანჯრების, კედლების და იატაკის დაწმენდა, ასევე რეცხვა და დაუთოვება. წყვილს შვილები არ ჰყავთ, სამსახურის შემდეგ ქმარს ბევრი დრო ჰქონდა და საოჯახო საქმიანობა მის სტიქიად იქცა. ერთ მშვენიერ დღეს სახლში დაბრუნებულმა ქალმა აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი ოთახი თითქმის მთლიანად დანგრეული იყო. კითხვაზე, თუ რატომ გააკეთა ეს, ქმარმა უპასუხა, რომ ძველი კედელი დაისვარა და ახალი უნდა ააშენოს. კედელზე საღებავმაც კი ვერ მოასწრო გაშრობა, რომ ცოლმა განქორწინება მოითხოვა. "წყვილები ხშირად ეყრებიან ერთმანეთს, მაგრამ ასეთი მიზეზი ჯერ არ მსმენია", - ამბობს გაოცებული მოსამართლე კრისტიან კროპი, რომელსაც პროცესის გაძღოლა მოუწევს.



კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1167 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar