მთავარი » 2010 » აგვისტო » 16 » სამხედრო სავალდებულო გაწვევა იწყება
8:14 PM
სამხედრო სავალდებულო გაწვევა იწყება


სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო. გაწვევის პროცესს კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს. ამავე მიზნით, პრეზიდენტის ბრძანებულებით, შექმნილია ცენტრალური გამწვევი კომისია, რომელსაც მუნიციპალიტეტების გამწვევი კომისიების ხელმძღვანელობა და კონტროლი ევალება. რაიონულ გამწვევ კომისიებზე წვევამდელთა გამოძახებას კი ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურები კურირებენ.

დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, რომელიც ამავე დროს ცენტრალური გამწვევი კომისიის ხელმძღვანელიცაა, კომისიის პირველი სხდომა ჩაატარა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის და განათლების სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომაზე ცენტრალური გამწვევი კომისიის წევრებმა საშემოდგომო გაწვევისათვის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილეს და 2010 წლის საგაზაფხულო გაწვევის შედეგები შეაჯამეს.
საშემოდგომო გაწვევა 30 დეკემბრამდე გაგრძელდება.








კატეგორია: ჯარი | ნანახია: 1356 | დაამატა: allfile | ტეგები: valis moxda, valis mokhda, სამხედრო, ვალის მოხდა, ვალდებულება, ჯარი, valdebuleba, samkhedro, samxedro, jari | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar