მთავარი » 2010 » აგვისტო » 16 » 1992 წლის 6 იანვარი
8:13 PM
1992 წლის 6 იანვარი



1992 წლის 6 იანვარს თბილისში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეებსა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც ისტორიაში "თბილისის ომის" სახელით შევიდა დასრულდა.
შეიარაღებული დაპირისპირება 1991 წლის 22 დეკემბერს დილის 8-ის ნახევრიდან რუსთაველის გამზირზე დაიწყო. შეიარაღებულმა ოპოზიციამ საქართველოს პარლამენტს ალყა შემოარტყა და მისი შტურმით აღება სცადა. თბილისის ომის დროს, რომელიც მიმდინარეონდა 15 დღის განმავლობაში, არაოფიციალური მონაცემებით, 100-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. საარტილერიო სროლების შედეგად დაანგრია და გდაიწვა ქალაქის ცენტრში მდებარე შენობა ნაგებობები. პარლამენტის შენობა, თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობა, სასტუმრო "თბილისი", მხტვრის სახლი და სხვა ნაგებობები.
შეიარაღებულ დაპირისპირებას, რომელიც 6 იანვარს გამსახურდიას მიერ საქართველოს დატოვებით დასრულდა, სამოქალაქო ომი მოჰყვა. ექს-პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეები მიიჩნევენ, რომ შეიარაღებული დაპირისპირება ეროვნული გვარდიის ოპოზიციურად განწყობილი ნაწილის მიერ იყო პროვოცირებული.
მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდიამ საქართველო დატოვა, ქვეყნის მართვა საკუთარ თავზე აიღო სამხედრო საბჭომ, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ ექს-პრემიერ მინისტრი თენგიზ სიგუა, ექს-თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი და შეიარაღებული ფორმირების, "მხედრიონის" მეთაური, ჯაბა იოსელიანი.
გამარჯვებულთა ტრიუმვირატმა, სსრკ-ის ექს-საგარეო საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე, რომელიც იმჟამად მოსკოვში ცხოვრობდა მიიჩნია ფიგურად, რომელსაც ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის დამყარება შეეძლო და 1992 წლის 7 მარტს შევარდნაძე საქართველოში ჩამოიყვანა და 10 მარტს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია 1991-92 წლებში თბილისში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას შევარდნაძე-სიგუა-კიტოვანის სისხლიან გადატრიალებას უწოდებს.
კონსტანტინე გამსახურდია მიიჩნევს, რომ თბილისის ომის შედეგია კონფლიქტი აფხაზეთში, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ტერიტორიების დაკარგვით დასრულდა.










კატეგორია: ჩვენი საქართველო | ნანახია: 1366 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar