მთავარი » 2010 » აგვისტო » 16 » პრეზიდენტები ანაკლიის პატრიოტთა ბანაკს ესტუმრნენ
7:53 PM
პრეზიდენტები ანაკლიის პატრიოტთა ბანაკს ესტუმრნენ



საქართველოს პრეზიდენტი და მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დღეს ანაკლიის პატრიოტთა ბანაკს ესტუმრნენ. მიხეილ სააკაშვილი და მიხაი გიმპუ ქართველ, მოლდოველ და ბელორუს ახალგაზრდებს შეხვდნენ. მიხეილ სააკაშვილმა მათ სიტყვით მიმართა და ქვეყნებს შორის ურთიერთობასა და საერთო ფასეულობებზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მეგობრობისკენ მოუწოდა.

`ჩვენ საერთო გვაქვს წარსული და ტკივილი. მაგრამ ახლა მოლდოვამ გაარკვია თავისი მომავალი, გაიგო, რომ შესაძლებელია სირთულეების გადალახვა და მჯერა, რომ უკეთესი მომავლის იმედით უახლოეს მომავალში გახდება წარმატებული ქვეყანა,`- განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მთავარი არის თავისუფლება. `როცა  ადამიანი თავისუფალია, მას თავისუფლად და კრიტიკულად აზროვნების შესაძლებლობა აქვს,`- განაცხადა პრეზიდენტმა.

მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კი წყალდიდობისგან დაზარალებული მოლდოველი ახალგაზრდები ქართული ენის ცოდნაში გამოსცადა. მიხაი გიმპუმ საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხდა.










კატეგორია: პატრიოტები | ნანახია: 1433 | დაამატა: allfile | ტეგები: anaklia, მიხეილ სააკაშვილი, ანაკლია, მიხაი გიმპუ, Moldova, gimpu, მოლდოვა, mikhael saakashvili, patriotebi | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar