მთავარი » 2010 » აგვისტო » 16 » ლექსები
5:16 PM
ლექსები
ჟანა დარკმა სითბო იგრძნო,
თუმცა მწარედ გაეღიმა,
ცას ახედა,გაიფიქრა:
"წამოვიდეს ნეტავ წვიმა!"
***
პუშკინმა თქვა:"მომატყუეს,
აღარ მჯერა მე ფიცისო.
აბა ბანძი-გოიმია,
თოფის სროლა არ იცისო?!"
***
ჰოლმსმა ბრძანა:"მე ბრძოლას ვწყვეტ
და სიკვდილთან დავდე ზავი,
იქ დამმარხეთ,სადაც არის
დამარხული ძაღლის თავი.
***
დი კაბრიომ გაიფიქრა:
"კიდევ მინდა ვნახო მზეო,
მოდი ამ ქალს გადავაგდებ,
მე ავძვრები ფიცარზეო."
***
სიმწრისაგან კივის ბრუნო:
"მე ხომ არ მაქვს,მართლა ბედი,
გამიშვით და დედამიწა,
იყოს გინდაც ოთხკუთხედი."
***
მარატმა თქვა:"წყალი მიყვარს,
აღარ მაწევს გულზე ლოდი,
მანდ ვინ არის?დედა შენ ხარ?
ჩამიხეხე ზურგი მოდი!"
***
მერლინ მონრომ:"აღარ მოვწევ,
ნარკოტიკიც აღარ მინდა,
ეს რა შუქმა მომჭრა თვალი?!
უი...მთვარე ჩამოფრინდა."
***
შექსპირმა თქვა:"ჩემი სქესი,
მსურს სადავო გახდეს მერე,
პიესებზე ევას ნაცვლად,
ვილიამი დააწერე..."
***
კეისარმა:"მგონი მკლავენ,
ხმალს მირჭობენ ჩემი ძენი,
ეს ვინღაა,მგონი ვიცნობ,
შე-ენც ბრუტუს,უხ მე შენი..



კატეგორია: იუმორი | ნანახია: 1208 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar