მთავარი » 2010 » აგვისტო » 16 » გეოგრაფიული რეკორდები
4:40 PM
გეოგრაფიული რეკორდები



გეოგრაფიულ „რეკორდებში" წარმოდგენილია ისეთი გეოგრაფიული ობიექტი ან მოვლენა, რომლებიც გამოირჩევა თავისი მაშტაბურობით, განუმეორებლობით. მათ შორისაა:

ჩერაპუნჯა - ყველაზე ტენიანი ადგილი მსოფლიოში. ეს დასახლებული პუნქტი მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში. აქ ნალექების წლიური რაოდენობა აღწევს 12000 მმ-ს.

ატაკამას უდაბნო - ყველაზე მშრალი ადგილო მსოფლიოში. მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე. აქ ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს მხოლოდ 2 მმ-ს, ზოგჯერ წვიმა რამდენიმე წელიწადსაც არ მოდის.

ქალაქ ტრიპოლის მიდამოები - ყველაზე ცხელი ადგილი მსოფლიოში. მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში, ლიბიაში. აქ 1922 წლის 13 სექტემბერს ჩრდილში აღირიცხა +58 გრადუსი ჰაერის ტემპერატურა.

ოიმიაკონის ღრმული - ყველაზე ცივი ადგილი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მდებარეობს იაკუტიაში, რუსეთში, მდ. ინდიგირკას აუზში. აქ ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა უდრის -50 გრადუსს, ხოლო აბსოლიტური მინიმუმი -70 გრადუსამდე ეცემა. მსოფლიოში ყველაზე დაბალი ტემპერატურა აღირიცხა ანტარქტიდაში, სადგურ ვოსტოკზე -89,2 გრადუსი.

ანხელი - ყველაზე დიდი ჩანჩქერი მსოფლიოში. მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელაში. მისი ვარდნის სიმაღლეა 979 მეტრი.

სტორმბოლი - ყველაზე აქტიური ვულკანი მსოფლიოში. მდებარეობს იტალიაში, ტირენის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პატარა კუნძულ სტომბოლზე. იგი მუდმივად იფრქვევა.

აკონკაგუა - ყველაზე მაღალი ჩამქრალი ვულკანი მსოფლიოში. მდებარეობს არგენტინაში, ანდების მთიან სისტემაში. მისი სიმაღლეა 6960 მ.

გრენლანდია - ყველაზე დიდი კუნძული მსოფლიოში. მდებარეობს ჩრდილო ყინულოვან და ატლანტის ოკეანეებში. მისი ფართობია 2176 კმ².

არაბეთის ნახევარკუნძული - ყველაზე დიდი ნახევარკუნძული მსოფლიოში. მდებარეობს აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობი 3 მლნ. კმ²-ს აღწევს.

მარიანის ღრმული - ყველაზე ღრმა ადგილი მსოფლიოში. მდებარეობს წყნარ ოკეანეში. მისი სიღრმე უდრის 11 022 მეტრს.

ჯომოლუნგმა ანუ ევერესტი - ყველაზე მაღალი მწვერვალი მსოფლიოში. მდებარეობს ჰიმალაის მთიან სისტემაში. მისი სიმაღლეა 8848 მეტრი. ყველაზე მაღალი მთა მზის სისტემაში, პლანეტა მარსზეა - მთა ოლიმპი - მისი სიმაღლე 26 400 მეტრს აღწევს.
















კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1630 | დაამატა: avtooO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar