მთავარი » 2010 » აგვისტო » 16 » "ვცდილობ, ჩაცმულობით ყოველთვის გამოვირჩეოდე"
0:10 AM
"ვცდილობ, ჩაცმულობით ყოველთვის გამოვირჩეოდე"

WWW.ALLFILE.DO.AM - Internet Files Encyclopedia / ინტერნეტ ფაილების ენციკლოპედიაგიორგი გოგიჩაიშვილისა და ნათია ბანძელაძის ქალიშვილი, მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი,
რომელიც მალე ლას-ვეგასში კონკურს "მის სამყაროში" მიიღებს მონაწილეობას,
ულამაზესი ქართველი ქალების რიცხვში შედის. ვიცე "მის-საქართველო 2009"
მოდის ტენდენციებზე გვესაუბრება.

- ნებისმიერი სტილის სამოსს
ვირგებ. მიყვარს ექსპერიმენტები. ვცდილობ, ყოველთვის განსხვავებულად
მეცვას, სხვებისგან გამოვირჩეოდე, ამიტომ ჩემი ჩაცმულობა გარშემო მყოფთა
ყურადღებას ხშირად იქცევს (იცინის).

- ნანუკა სამოსის შერჩევისას, განსაკუთრებით - ზაფხულში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ალბათ ქსოვილია...
-
ცხადია. ქსოვილს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ძალიან მომწონს შიფონი -
ჰაეროვანია და წლევანდელ გაუსაძლის სიცხეს ყველაზე მეტად შეეფერება.
აგრეთვე, მიყვარს ატლასი. ხავერდიც, მაგრამ ეს უფრო ზამთრის ქსოვილია.

- გავრცელებული თვალსაზრისის მიხედვით, კარგი ჩანთა და კარგი ფეხსაცმელი საკმარისია იმისთვის, რომ ქალი კარგად გამოიყურებოდეს...

-
ეს ჩაცმულობის ორი უმთავრესი დეტალია, მაგრამ მე უფრო კოკო შანელის
გამონათქვამს ვიზიარებ: როდესაც ქალს სწორად აქვს გაკეთებული ვარცხნილობა
და გემოვნებით შერჩეული ფეხსაცმელი აცვია, ტომარაც რომ ჩამოაცვა, მაინც
ელეგანტური იქნება.

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მაღალქუსლიანი
ფეხსაცმლის ჩაცმა ხშირად მიწევს და მიყვარს კიდეც. დაბალძირიანი ფეხსაცმლით
პოდიუმზე გასვლა არ მსიამოვნებს, იმპროვიზაციის საშუალება მცირეა.

- ჩანთას რის მიხედვით ირჩევ?
-
ჩანთის გარეშე შინიდან არ გავალ, ორი წუთითაც კი. ჩანთას ყოველთვის მოდის
ტენდენციების მიხედვით ვირჩევ, ზომასა და ფერს კი ჩემს სამოსელს ვუხამებ.

- რომელ სუნამოს იპკურებ?
- პაკო რაბანის "Black Exces"-ს, "ნარცისო როდრიგესს", თუმცა ძალიან მომწონს მამაკაცის სუნამოები.

WWW.ALLFILE.DO.AM - Internet Files Encyclopedia / ინტერნეტ ფაილების ენციკლოპედია- მოდის ტენდენციებს თუ ითვალისწინებ?
-
რა თქმა უნდა. თუმცა რაოდენ ცნობილი დიზაინერების ნაკარნახევიც უნდა იყოს
სეზონის ტენდენციები, ჩაცმულობაში ჩემეული შტრიხები ყოველთვის შემაქვს.

- ქართველი დიზაინერები მოგწონს?
-
ძალიან. ქართველი დიზაინერები უსაზღვროდ ნიჭიერები არიან. თითქმის
ყველასთან მაქვს შეკერილი რაღაც და ჩემი ფავორიტებიც მყავს, თუმცა
დასახელებისგან თავს შევიკავებ.

- შენი ფავორიტი უცხოელი დიზაინერი რომელია?
- შანელი. მოდის კულტურას შანელის გარეშე ვერ აღვიქვამ.

- შენი ფერი რომელია?
-
წითელი - ფერი, რომელიც ხასიათის სიძლიერეს უსვამს ხაზს. ყველაზე მეტად
მიყვარს, თუმცა ამ ფერისა მხოლოდ ერთი კაბა და ერთი წყვილი ფეხსაცმელი
მაქვს.

- ქირურგიული ჩარევით გალამაზების წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
-
რა არის ქირურგიულ ოპერაციაში ცუდი? ზოგს არც კი ეტყობა. ჰოლივუდის ყველა
მსახიობს აქვს გაკეთებული პლასტიკური ოპერაცია, მაგრამ ეს ნაკლია? ლამაზ
ქალს უფრო მეტად სჭირდება ქირურგიული ჩარევა, რომ შეინარჩუნოს, ან ხაზი
გაუსვას თავის სილამაზეს. მე ჯერ გარეგნობის შეცვლის სურვილი არ გამჩენია,
მაგრამ თუ გამიჩნდა, საჯაროდ განვაცხადებ.

- აქსესუარებიდან რომელს გამოარჩევ?

- ბეჭდებსა და საათებს. საათებს, უმთავრესად, დიდს, მამაკაცური სტილისას ვირჩევ.

- სათვალე?
- სათვალეს იშვიათად ვიკეთებ, თუმცა ბევრი მაქვს.

- ვინ არის ყველაზე ელეგანტური ქალი და მამაკაცი საქართველოში?
- ყველაზე გემოვნებიანი პიროვნების დასახელება გამიჭირდება, თუმცა, გამოვარჩევდი ულამაზეს ლიკა ქავჟარაძესა და რეზი არველაძეს.

ნათია მალიშავა

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)










კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1900 | დაამატა: allfile | ტეგები: გიორგი გოგიჩაიშვილი, მის-საქართველო 2009, ნათია ბანძელაძე, ყველა სიახლე, მის სამყარო, ნანუკა გოგიჩაიშვილი, Black Excess, ნათია მალიშავა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar