მთავარი » 2010 » აგვისტო » 15 » ლადო ვარძელაშვილმა წარმატებული სპორტსმენები მიიღო
5:01 PM
ლადო ვარძელაშვილმა წარმატებული სპორტსმენები მიიღო


საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებულ მოჭიდავეებსა და მსოფლიო გრანპრის გათამაშების მე-4 სერიაში გამარჯვებულ მოჭადრაკეს ნანა ძაგნიძეს შეხვდა.

მინისტრმა სპორტსმენებს წარმატება მიულოცა და მათ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა.

ლადო ვარძელაშვილმა პირობა დადო, რომ ის ყველაფერს გააკეთებს სპორტის ყველა სახეობის განვითარებისთვის და დროთა განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში შექმნის შესაბამის ინფრასტრუქტურას, რათა სპორტსმენებს განვითარებისა და საჭირო დონეზე მომზადების შესაძლებლობა მიეცეთ. მისივე თქმით, ჯანსაღი თაობა და სპორტის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია  და ეს სამინისტროც სწორედ ამ მიზნით შეიქმნა.










კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1049 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar