მთავარი » 2010 » აგვისტო » 15 » ქართველი მოჭიდავეების წარმატება
4:59 PM
ქართველი მოჭიდავეების წარმატება



საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ. ბუდაპეშტში დასრულებულ ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედელი მოიპოვეს. ნუგზარ სხიერელის გაწვრთნილი გუნდიდან ოქროს მედლები ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და დავით ხუციშვილმა აიღეს, მათ სეზონის უმთავრესი შეჯიბრება წაუგებლად ჩაამთავრეს, ყველა შეხვედრა მოიგეს და მსოფლიოს ჩემპიონის მედლებს დაეუფლნენ. საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტიდან თბილისში დღეს გამთენიისას დაბრუნდა.








კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1146 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar