მთავარი » 2010 » აგვისტო » 14 » კახი კალაძე დემეტრაძეს თავდებად უდგება
10:43 PM
კახი კალაძე დემეტრაძეს თავდებად უდგება


ფეხბურთელი კახი კალაძე გიორგი დემეტრაძის პატიმრობიდან გათავისუფლების თხოვნით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.
აღნიშნულ მიმართვას ხელს აწერს 50-მდე ადამიანი, მათი უმეტესობა სპორტსმენია.

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე კახი კალაძემ განაცხადა, მზად არის ოჯახთან ერთად დემეტრაძეს თავდებად თაუდგეს.

მისივე თქმით, დემეტრაძეს ფეხბურთის სფეროში კიდევ ბევრი გეგმა ჰქონდა და უახლოეს მომავალში უცხოურ საფეხბურთო კლუბში აპირებდა წასვლას.

მიმართვის მიხედვით, დემეტრაძემ საფეხბურთო კარიერა 16 წლის ასაკიდან დაიწყო, წარმატებული ფეხბურთელი გახდა და ქვეყანა არაერთხელ ასახელა. ამ თვისებებიდან გამომდინარე, კალაძის თქმით, აქვთ თხოვნა, გაითვალისწინონ დემეტრაძის ღვაწლი, თავდადება ქართული ფეხბურთისთვის და კანონის ფარგლებში მიიღონ გადაწყვეტილება.

კალაძის თქმით, დემეტრაძის ქურდულ სამყაროსთან კავშირის შესახებ არაფერი სმენია და ამის შესახებ არც მტკიცებულებები უნახავს. მან აღნიშნა, რომ დემეტრაძე გაუგებრობაშია მოხვედრილი.

დემეტრაძე, რამდენიმე პირთან ერთად, ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.










კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1249 | დაამატა: allfile | ტეგები: კალაძე, kaladze, დემეტრაძე, demetradze | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar