მთავარი » 2010 » აგვისტო » 14 » ირაკლი კაკაბაძე წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება
9:51 PM
ირაკლი კაკაბაძე წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება

ირაკლი კაკაბაძე წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება საპროტესტო აქციაზე დაკავებული ირაკლი კაკაბაძე და აქციის ორი მონაწილე ამ დროისათვის კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობაში, წინასწარი დაკავების საკანში იმყოფებიან .
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპატრულო პოლიციის უფროსმა გიორგი გეგეჭკორმა განუცხადა.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს ბრალი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებათ. გეგეჭკორის თქმით, იმის გამო, რომ დღეს სასამართლოს დასვენების დღე აქვს, საპატრულო პოლიცია სასამართლოს შუამდგომლობით ხვალ მიმართავს.
აქციის მონაწილეების ინტერესებს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი დაიცავს.
ირაკლი კაკაბაძე დღეს ჯორჯ ბუშის ქუჩაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. აქციის მონაწილეები ბუშის ქუჩისათვის ამერიკელი პოეტის უოლტ უიტმენის სახელის დარქმევას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც მათ პოლიციის გამოჩენისას ლექსი "ძაღლებო, ძაღლებო" წაიკითხეს.









კატეგორია: სამართალი | ნანახია: 1217 | დაამატა: allfile | ტეგები: ირაკლი, წინასწარი, kakabadze, დაკავების საკანში იმყოფება, irakli, კაკაბაძე, irakli kakabadze, ირაკლი კაკაბაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar