მთავარი » 2010 » აგვისტო » 14 » რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს
9:29 PM
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს რუსეთის საგარეო უწყება მიკერძოებულს უწოდებს აშშ-ს მოხსენების იმ ნაწილს, სადაც ტერორიზმთან დაკავშირებით კავკასიაში არსებულ ვითარებაზეა საუბარი .
"საკმარისია მხოლოდ ის, რომ ტერორიზმთან სამაგალითო მებრძოლად საქართველოა გამოყვანილი. ამასთან, იგნორირებულია ის ფაქტი, რომ თბილისი ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტულ იატაკქვეშეთთან ორმაგ თამაშს თამაშობს", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში შეშფოთებითაა აღნიშნული, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართული მხარის კონტროლის არქონის გამო საზღვრებზე შეუზღუდავად ხდება ადამიანებისა და საეჭვო ტვირთების გადასვლა. "თუ ამ შეფასებით ამერიკა ცდილობს რუსეთი ტერორიზმის ექსპორტში დაადანაშაულოს, აშკარაა პრობლემის პოლიტიზირების მცდელობა", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.








კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1110 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar