მთავარი » 2010 » აგვისტო » 14 » ბარაქ ობამა 11 სექტემბრის ტერაქტის ადგილზე მეჩეთის აშენებას მხარს უჭერს
8:19 PM
ბარაქ ობამა 11 სექტემბრის ტერაქტის ადგილზე მეჩეთის აშენებას მხარს უჭერს

ბარაქ ობამა 11 სექტემბრის ტერაქტის ადგილზე მეჩეთის აშენებას მხარს უჭერს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ადგილზე მეჩეთის აშენებას მხარს უჭერს. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" იუწყება .
"როგორც მოქალაქე და როგორც პრეზიდენტი მივიჩნევ, რომ მუსულმანებს ისეთივე უფლება აქვთ თავიანთი რელიგიის აღმსარებლობის, როგორც ამ ქვეყნის სხვა მაცხოვრებლებს", _ განაცხადა ობამამ.
მისივე თქმით, ადგილობრივი კანონმდებლობით, ეს უფლება გულისხმობს ასევე მეჩეთებისა და კულტურული ცენტრების მშენებლობას, მათ შორის მანჰეტენის ტერიტორიაზეც.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკაში აღმსარებლობის თავისუფლება ურყევი უნდა იყოს. აშშ-ს პრეზიდენტმა მოუწოდა მოქალაქეებს, არ დაივიწყონ, ვის და რატომ ებრძვის ამერიკა. ობამას განცხადებით, ტერორისტულ ქსელს ალ-ქაიდას არანაირი ურთიერთობა არ აქვს ისლამთან. "ეს ისლამის უხეში დამახინჯებაა", - განაცხადა ობამამ. მისივე თქმით, ალ-ქაიდამ უფრო მეტი მუსლიმანი გაანადგურა, ვიდრე სხვა რელიგიის მიმდევრები.
აშშ-ს პრეზიდენტმა 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის ადგილზე ისლამური კულტურული ცენტრის მშენებლობის შესახებ საკუთარი მოსაზრება პირველად გამოთქვა. აღნიშნულმა პროექტმა ნიუ-იორკის მცხოვრებლების პროტესტი უკვე გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ მეჩეთის დანახვა 11 სექტემბერს დაღუპულთა ნათესავების ტრავმირებას გამოიწვევს. ნიუ-იორკში ისლამური კულტურული ცენტრის მშენებლობის ინიციატორი იმამი ფეიზალ აბდულ რაუფია. მას ეკუთვნის მაღალი შენობა, რომელიც Gროუნდ ძერო-ს გვერდითაა განთავსებული. იმამმა მშენებლობასთან დაკავშირებით უკვე მოახერხა ნებართვის მიღება საქალაქო კომისიისა და ისტორიული და კულტურული ძეგლთა დაცვის სამსახურიდან.
პროექტის მხარდამჭერები, რომელთა შორის ნიუ-იორკის მერი, მაიკლ ბლუმბერგიცაა, მიიჩნევენ, რომ ისლამური კულტურული ცენტრი მუსულმანების ტერორიზმისადმი მტრობის სიმბოლოდ იქცევა.








კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1184 | დაამატა: allfile | ტეგები: Barack Obama, მეჩეთი, ბარაქ ობამა, Obama, 11 sectember, mecheti, teraqti, ტერაქტი, 11 სექტემბერი, 11 sektemberi | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
0
1 ilia • 2:31 AM, 2010-09-01
ok
ComForm">
avatar