მთავარი » 2009 » ნოემბერი » 7 » ქაბაბის რეცეპტი
11:49 PM
ქაბაბის რეცეპტი

ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი, დუმა, ხახვი ორჯერ გავატაროთ. შევაზავოთ მარილით, პილპილით, კოწახურით, გათქვეფილი კვერცხით და ხელით კარგად ავურიოთ. დავყოთ ნაწილებად, დავამრგვალოთ, წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ყოველი მხრიდან. როცა შეიწვება, ფრთხილად მოვაცილოთ შამფურიდან, სათითაოდ შევახვიოთ ლავაშში და დავალაგოთ თეფშზე. ცალკე მივიტანოთ დაჭრილი ხახვი და დანაყილი კოწახური. შეგვიძლია შემწვარი ლულაქაბაბი ლავაშში არ გავახვიოთ, დავაწყოთ თეფშზე, მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი და დანაყილი კოწახური ან კოწახური ცალკე მივიტანოთ.


მალასა: ცხვრის ხორცი – 1 კგ. დუმა – 100 გრ. ხახვი – 2 თ. კვერცხი – 2 ც. კოწახური, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

...

...

.

.





კატეგორია: კულინარია | ნანახია: 3838 | დაამატა: allfile | ტეგები: რეცეპტი, xorci, kababi, qababi, ქაბაბი, ქაბაბის რეცეპტი, ქაბაბის, khorci, gemrieli, meat | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar