მთავარი » 2009 » ოქტომბერი » 10 » შოთა ნიშნიანიძე - ჩემი სიყვარული
4:16 PM
შოთა ნიშნიანიძე - ჩემი სიყვარული

ჩემი სიყვარული მდინარე არ, არის
რომ გადსცურო, გახვიდე გაღმა, 
ჩემი სიყვარული ზღაპარი არ არის
რომ დაასრულო ლამაზად ახლა.
ჩემი სიყვარული ჭრილობა არ არის
ნემსით და ძაფით არ გაიკერება,
კანონი არ არის ჩემი სიყვარული
ბრძანებით არ დაიწერება. 
არც ვერცხლის მონეტა არ არის
გროშებად არ დახურდავდება.
არც საიდემლოა, არც დანაშაული
არც მიმქრალ ვნებათა მხილება,
ორკესტრი არა რის ჩემი სიყვარული
დირიჟორს არ ემორჩილება.
ქრება და ინთება ვით სიყრმის ღადარი
ბჟუტავს და იწვის უდაროდ.
არავის ემალება, არც არავინ ზღუდავს,
მხოლოდ ყოველთვის შენსკენ უვლია.
ჩემი სიყვარული არავის არ უნდა
რადგან ის შენი სიყვარულია.

./.

./.

./.

./.





კატეგორია: სიყვარული | ნანახია: 2639 | დაამატა: allfile | ტეგები: chemi siyvaruli, leqsi, ჩემი, სიყვარული, ნიშნიანიძე, leqsebi, my love, shota, შოთა, nishnianidze | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar